ფინანსთა სამინისტრო: არსებული პროგნოზების მიხედვით, ლარის კურსზე, ბიუჯეტის მხრიდან მოქმედი პარამეტრების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი



ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან მორიგი საქმიანი დისკუსია გაიმართა, რომელზეც სამინისტრომ წარადგინა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.

შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილეები, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს გააცნეს მიმდინარე წლის განმავლობაში გაწეული და გასაწევი ხარჯების მოცულობა. ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან ხარჯვა მაქსიმალურად თანაბარი იქნება და 2015 წლის აგვისტო-სექტემბერში ბიუჯეტის შემოსულობები მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ბიუჯეტის გადასახდელებს.

შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე კომერციული ბანკების მიერ მომზადებული პროგნოზები, მათ შორის, ლარის კურსზე მოქმედი ყველა ფაქტორი და შეჯერდა პოზიციები, რომ ამ ეტაპზე არსებული პროგნოზების მიხედვით ლარის კურსზე, ბიუჯეტის მხრიდან მოქმედი პარამეტრების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გავლენა 2015 წელს სავალუტო ნაკადებზე მხოლოდ პოზიტიურია. კერძოდ, დღეისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში უცხოური ვალუტის შემოდინება 81 მლნ აშშ დოლარით აჭარბებს გადინებას. აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე გადააჭარბებს 190 მლნ აშშ დოლარს. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ წლის ბოლომდე ფისკალური სექტორის მხრიდან ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა არ განხორციელდება.

მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ფინანსთა სამინისტრომ 3%-მდე შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი და ამ მაჩვენებლის გაზრდა არ იგეგმება არც 2016 წელს.

სამინისტროს ინიციატივით, ასევე დამატებითი კონსულტაციები გაიმართება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც.

შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ ამგვარ კომუნიკაციას ჰქონდეს რეგულარული ხასიათი, რათა საბანკო სექტორს ოპერატიულად მიეწოდოს ინფორმაცია ფისკალური სექტორში მიმდინარე პროცესების შესახებ და მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ პროგნოზების და ხედვების გაცვლა.

ასევე კომერციული ბანკები ერთ-ერთი პირველი გაეცნობიან 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს, რათა მათ პირველწყაროდან ჰქონდეთ ინფორმაცია დაგეგმილი სამთავრობო პროგრამების შესახებ.


 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25ნოემბერი დღე თვე წელი
2024 22.11 01.11 01.01
  22.11 22.11
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 003.02 027.0 1 577.3
შემოსულობები : 91.1
1 618.622 570.4
მ.შ გადასახადები :87.3
1 385.617 923.7
გადასახდელები : 123.41 675.0
22 177.1
ნაშთი ბოლოს : 1 970.6 1 970.61 970.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა