ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა, მათ შორის წლიური დაშუალოვადიანი ბიუჯეტის (MTEF) მომზადება და შესრულება ქვეყნის ნაერთ, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე;
პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტირების ეტაპობრივი დანერგვა, მასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიის და ანგარიშგების ფორმატების შემუშავება და დანერგვა;
ძირითადი მონაცემების და მიმართულებების (BDD) დოკუმენტის მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ერთის მხრივ ეროვნულ/რეგიონულ სტრატეგიებსა და პრიორიტეტებს, მეორეს მხრივ მხარჯველი იურიდიული პირების სტრატეგიებს/პრიორიტეტებს შორის, შეთანხმებულ საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ ჩარჩოებში;
ბიუჯეტთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი სრულყოფა, რათა იგი შეესაბამებოდეს საუკეთესო პრაქტიკას და სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებულ სხვა რეფორმებს საქართველოში;
ელექტრონული ბიუჯეტირების სისტემის განვითარება/გაუმჯობესება ბიუჯეტის დაგეგმვის, შესრულებისა და ანგარიშგების კონტექსტში;
საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა (სსიპ) უახლესი მონაცემთა ბაზის წარმოება, ს.ს.ი.პ-ის ბიუჯეტირებისა და ანგარიშგების მოთხოვნების გათვალისწინება;
ადგილობრივი სახელისუფლბო ორგანოების, სსიპ-ებისა და სხვა იურიდიული პირების მიერ ერთიანი ანგარიშგების ფორმატის განხორციელება, მოწოდებული ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესება (ბიუჯეტის წლიური ანგარიშის და სამომავლო გეგმების კონტექსტში).
საბიუჯეტო დეპარტამენტი
- ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველო
- საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველო
- სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო