ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ხე - ტყის უკანონოდ ტრასნპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა რომ ი/მ თეიმურაზ გეთია სასაქონლო ზედნადების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისათვის ახორციელებდა 12 150 ლარის ღირებულების ხე - მასალის ტრანსპორტირებას.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოვლენილი იქნა ი/მ პეტრე ბალახაშვილის მხრიდან სამეწარმეო საქმიანობისათვის 11 250 ლარის ღირებულების დახერხილი ხე-მასალის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2003-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.