ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო საგადასახადო დიალოგის გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს



საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის, ანხელ გურიას მიწვევით,  მონაწილეობს მე-6 საერთაშორისო საგადასახადო დიალოგის (ITD) გლობალურ კონფერენციაში, რომელიც მიმდინარე წლის 1-3 ივლისს, პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საკონფერენციო ცენტრში იმართება.

წელს კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას იმისათვის, რომ ქვეყნების საგადასახადო პოლიტიკამ და საგადასახადო ადმინისტრირებამ ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. დისკუსია აგრეთვე შეეხება დაბეგვრის საკითხებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით. გაზიარებული იქნება OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილება გადასახადების ადმინისტრირების კუთხით.

საერთაშორისო საგადასახადო დიალოგი ევროკომისიის (EC), ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკის (IDB), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) და საგადასახადო ადმინისტრაციების ინტერ-ამერიკული ცენტრის  (CIAT) ერთობლივი ინიციატივაა, რომლის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნების საგადასახადო მოხელეებს, რეგიონულ საგადასახადო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ძირითად ბენეფიციარებს შორის საგადასახადო საკითხებში დიალოგის წახალისება და ხელშეწყობა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

31დეკემბერი დღე თვე წელი
2024 30.12 01.12 01.01
  30.12 30.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 485.31 922.4 1 577.3
შემოსულობები : 113.7
2 599.825 501.7
მ.შ გადასახადები :98.5
2 074.520 132.2
გადასახდელები : 197.63 120.8
25 677.6
ნაშთი ბოლოს : 1 401.5 1 401.51 401.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<იანვარი>
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა