ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა



2018 წლის 13 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ჯენერ ედელმანსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, მაგდა მაღრაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმატებული საქმიანობა საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

ივანე მაჭავარიანმა MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია უწევს საქართველოს მთავრობას განათლების სფეროში და აღნიშნა, რომ განათლების სფერო და მისი გაუმჯობესება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც მთავრობა გეგმავს განათლების სექტორში.

თავის მხრივ, MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ფინანსთა მინისტრს წარმატება უსურვა საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ქართულ მხარესთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება და ორმხრივად ხელსაყრელი გახდება.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ის გარემოება, რომ ფინანსთა სამინისტრომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის ფარგლებში, გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში აშშ-ის კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო უნივერსიტეტის - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებით სწავლობენ, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მისიაა ქვეყანაში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. მისი პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის მეშვეობით ხორციელდება.

2014-2019 წლებისთვის გამოყოფილი მეორე კომპაქტი ქვეყნის განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM) დისციპლინებში, რაც ხელს უწყობს უმუშევრობის დაძლევას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წახალისებას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა