ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ სამიტზე ადამიანური კაპიტალის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა



საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, გაიმართა მესამე ყოველწლიური სამიტი, რომელიც მიეძღვნა მსოფლიო ბანკის ახალ, გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

სამიტზე სიტყვით გამოვიდა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომელმაც თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროგრესსა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დასახელდა, დაახლოებით, 20 ქვეყანას შორის, სადაც პირველად დაიწყება აღნიშნული პროექტის ინიცირება. სამიტზე საქართველომ შერჩეულ 5 ქვეყანასთან და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ კიმთან ერთად აღნიშნული ინიციატივა ოფიციალურად წარადგინა.

სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა პროექტის ინიცირებისთვის და აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას გეგმავს და ეს პირველ რიგში, უკავშირდება განათლების სექტორს. ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნულ სფეროში დაგეგმილი რეფორმები განხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და უზრუნველყოფს განათლების მაღალ ხარისხსა და საყოველთაო ხელმისაწვდომობას.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა ეტაპობრივად გეგმავს განათლების მიმართულებაზე გაწეული ხარჯების ზრდას იმისათვის, რომ საქართველო ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხითაც გახდეს საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმატორი ქვეყანა.

ფინანსთა მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა მთავრობის სოციალურ პოლიტიკასა და ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე ისაუბრა სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია, ფინანსური რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით რეფორმების წარმატებით განხორციელებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების ერთსულოვნება, ასევე გლობალური მასშტაბით, ქვეყნების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილი ინტენსიური რეფორმების განხორციელების პროცესში, მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იქნება.

სამიტი გახსნა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ იონგ კიმმა სინგაპურის პრემიერ მინისტრ ლი სიან ლონგთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ადამიანური კაპიტალის ინდექსის ლიდერ ქვეყანას.

სამიტზე სიტყვით გამოვიდნენ და განათლებასა და ჯანდაცვაში ინვესტირების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს ადამიანური კაპიტალის პროექტის ადრეული დამნერგავი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა, ასევე, პროექტის მხარდამჭერი გლობალური ფონდების ხელმძღვანელებმა: ბილ და მელინდა გეითსების ფონდის თანადამფუძნებელმა, მელინდა გეითსმა, UNISEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორემ, გაეროს მდგრადი განვითარების ჯგუფის ვიცე თავმჯდომარემ, ახიმ შტაინერმა და სხვა გლობალურმა ლიდერებმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

01მაისი დღე თვე წელი
2024 30.04 01.04 01.01
  30.04 30.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 023.52 140.1 1 577.3
შემოსულობები : 95.3
2 029.48 345.8
მ.შ გადასახადები :87.1
1 661.46 873.7
გადასახდელები : 72.32 122.9
7 876.6
ნაშთი ბოლოს : 2 046.5 2 046.52 046.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა