ფინანსთა მინისტრის შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან



14 თებერვალს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის მაკროეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების გლობალური სექტორის მენეჯერს, სანდიიპ მაჰაჯანს (Sandeep Mahajan) შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონი და ბანკის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები.

მხარეებმა განიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები, მსოფლიო ბანკის მიერ ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორებისა და მიმართულებების მხარდაჭერის შესაძლებლობები.

მსოფლიო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორი საფინანსო ინსტიტუტია, რომლის დაფინანსებით ქვეყანაში ხორციელდება არაერთი ეკონომიკური რეფორმა. ასევე, მსოფლიო ბანკი მთავრობის პარტნიორია განათლების რეფორმის განხორციელების, ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესში.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები, როგორ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა აღნიშნული მიმართულებების მხარდასაჭერად.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა