საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა



98 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა.

საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა სამთავრობო პროგრამას, რომელსაც ეფუძნება აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს მომავალი საქმიანობა.

„ჩვენ ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მეტი მოსმენის რეჟიმში ვიქნებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელსაც არაერთხელ გაესვა ხაზი ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესი არის ქართული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მომავალში მეტი აქცენტი გაკეთდება სწორედ ბიზნესთან დიალოგზე. ფინანსთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის ფუნქციონირების ეფექტურობაზე.

“როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ შევდივართ დინამიკის აბსოლუტურ სხვა ფაზაში, როდესაც, როგორც გადაწყვეტილებების მიღება, ასევე, მათი აღსრულება გაცილებით სწრაფად მოხდება, გაცილებით უფრო სწრაფი იქნება ტემპი და ჩვენ ყველანი ამის მოწმე გავხდებით ძალიან მალე. თქვენ იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ პრაქტიკულად, ყველა რეიტინგში ვაუმჯობესებთ შედეგებს, ბიზნესგარემო, საინვესტიციო კლიმატი ასევე უმჯობესდებოდა ქვეყანაში და რასაკვირველია, ეს ხელისუფლების დამსახურება იყო. თუმცა, ბიუროკრატიულ აპარატში, ბიუროკრატიულ სისტემაში გადაწყვეტილებების მიღების დინამიკა და მათი აღსრულება, მუდმივ დახვეწასა და მუდმივ გაუმჯობესებას საჭიროებს. შესაბამისად, მჯერა რომ ჩვენ შევდივართ გაცილებით უფრო აქტიურ ფაზაში ამ ნაწილში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში იწყება საბიუჯეტო პროცესი, რომლის დროსაც მას ექნება საშუალება დეტალურად ისაუბროს 2020 წლის გეგმებზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  04ივლისი დღე თვე წელი
2025 03.07 01.07 01.01
  03.07 03.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 891.31 984.7 1 386.2
შემოსულობები : 115.0
220.413 561.4
მ.შ გადასახადები :39.4
126.710 661.2
გადასახდელები : 45.1243.9
12 986.3
ნაშთი ბოლოს : 1 961.2 1 961.21 961.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა