სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისა და ვალდებულებების ეფექტიანი მართვის მიზნისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით და მხარდაჭერით 2019 წლის 27 ნოემბრიდან იწყებს ახალი ფინანსური ინსტრუმენტის - გამოსყიდვის ოპერაციების დანერგვას.
აღნიშნული ოპერაცია გულისხმობს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვას მათი დაფარვის ვადის დადგომამდე.
გამოსყიდვა განხორციელდება აუქციონის მეშვეობით, მრავალი ფასის მეთოდით.