ხშირად დასმული კითხვები
ყველაფერი, რაც 1 ივლისიდან ლარით ფასდადების შესახებ უნდა იცოდეთ
1. როდიდან შედის ძალაში რეგულაციები საქონლის ან მომსახურების ფასის ლარით ფასდადებასთან დაკავშირებით?
2017 წლის პირველი ივლისიდან მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.
2. ვის ეხება რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები?
“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები ვრცელდება მხოლოდ მეწარმე სუბიექტებზე.
3. ვინ იგულისხმება მეწარმე სუბიექტებში?
კანონმდებლობით განისაზღვრება როგორც იურიდიული (შპს; სააქციო საზოგადოება და სხვა) ასევე, ფიზიკური პირები (ინდმეწარმეები).
4. რა შემთხვევაში მოხდება მეწარმე სუბიექტის დაჯარიმება?
მეწარმე სუბიექტი (როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი - ინდმეწარმე) დაჯარიმდება თუკი მოხდება კანონმდებლობით მოთხოვნილი ნორმების დარღვევა.
5. რა გამონაკლისებია დაშვებული აღნიშნული კანონმდებლობით?
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან / და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან / და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით, აღნიშნულისგან განსხვავებული წესი შესაძლებელია დადგინდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
გამონაკლისების სრული სია იხილეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში.
6. ვინაა პასუხისმგებელი კანონის აღსრულებაზე?
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან / და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან / და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრირება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
7. რამდენია ჯარიმის ოდენობა?
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად
„მუხლი 1537. ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა
1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა − გამოიწვევს წინადადების მიმცემის (ოფერენტის) ან რეკლამის დამკვეთის გაფრთხილებას.
2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.
8. რეკლამირების გარდა, ვრცელდება თუ არა შეზღუდვა მხარეთა მიერ დადებულ ხელშეკრულებებზე?
“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები არ ვრცელდება სახელშეკრულებო პირობებზე.
10. აღნიშნული ცვლილებები როგორ აისახება ხელშეკრულებაზე?
ხელშეკრულების გაფორმებისას, მომსახურების საფასურის დოლარით ან სხვა უცხოური ვალუტით ინდექსირება აკრძალული არ არის. ცვლილებები ხელშეკრულების პირობებზე არ ვრცელდება.