ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა



მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, აგრეთვე ჩინეთის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით გაწეულ დახმარებებს. 

საუბრისას, მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდის მნიშვნელობას, რომელიც 24-25 აგვისტოს თბილისში იმართება. 

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა მაღალ დონეზე უმასპინძლოს ბანკის აღნიშნულ შეკრებას. ფორუმის ფარგლებში, ქართული მხარე წარადგენს სპეციალურ პრეზენტაციას ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. 

როგორც აღინიშნა, აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მოიზიდოს დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსები.

საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყანა მიმდინარე წლის 29 ივნისს სხვა 56 ქვეყანასთან ერთად გახდა. 

საქართველოს მხრიდან სადამფუძნებლო ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოაწერა.








სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

27სექტემბერი დღე თვე წელი
2024 26.09 01.09 01.01
  26.09 26.09
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 401.31 985.4 1 577.3
შემოსულობები : 104.3
2 037.018 717.5
მ.შ გადასახადები :10.6
1 649.414 733.1
გადასახდელები : 179.41 696.3
17 968.7
ნაშთი ბოლოს : 2 326.1 2 326.12 326.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<სექტემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა