საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს ტენდერს საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად


1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მის: ქ. თბილისი, 0114,  ვ.გორგასლის ქ. N16) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებს ტენდერს საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად.
2. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს.
3 გამარჯვებულ პრეტენდენტს საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიეცემა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში.
4. პრეტენდენტმა ინგლისურ ენაზე შედგენილი სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინოს  2 (ორი) დალუქულ კონვერტად („N1 კონვერტი“ და „N2 კონვერტი“) 2016 წლის 12 დეკემბერს 900  საათიდან 1800  საათმდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0114,  ვ.გორგასლის ქ. N16,  პირველი სართული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.
5. პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომლის მიღებაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ამ განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2016 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით 1800​ საათამდე, შემდეგ მისამართზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მის:ქ. თბილისი, 0114,  ვ.გორგასლის ქ. N16), სატენდერო კომისიის აპარატი, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდიდან - www.mof.ge , ასევე უშუალო მისამართიდან - lottery.mof.ge .
6. სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის თუ პრეტენდენტი ამ განცხადების მე-4 პუნქტში დადგენილ ვადებში ორ კონვერტად არ წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
7. ტენდერში მონაწილეობის მსურველ დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ შეკითხვებით მიმართონ სატენდერო კომისიას და მიიღონ დამატებითი/დაზუსტებითი ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის საშუალებით: lottery@mof.ge

 
 

    კითხვა-პასუხი: ეტაპი I

  • შენიშვნა: ვებსაიტზე მოცემული კანონმდებლობის განმარტების შესახებ ინფორმაცია, გათვალისწინებულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისათვის და არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც იურიდიული კონსულტაცია.

    If you are unable to view file, you can download from here or download Adobe PDF Reader to view the file.
     
  • საგადასახადო კოდექსი

     
 
<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

დონორი ორგანიზაციები

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა