საგადასახადო მიზნებისათვის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმი


გლობალური ფორუმის ძირითადი მიზანია წევრ სახელმწიფოებში საგადასახადო სფეროში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფა. თავდაპირველად  მასში გაწევრიანებული იყვნენ OECD-ს ქვეყნები და იურისდიქციები,  საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის დანერგვის მიზნით. 2009 წელს, დიდი ოცეულის მოთხოვნის საფუძველზე, იმისათვის, რომ უფრო გააქტიურებულიყო სტანდარტის დანერგვის პროცესი, გადაწყდა გლობალური ფორუმის გარდაქმნა კონსენსუსზე დამყარებულ ორგანიზაციად, რომელშიც ყველა წევრი მიიღებდა მონაწილეობას თანასწორუფლებიან საფუძველზე. შედეგად მასში გასაწევრიანებლად OECD-ს და დიდი ოცეულის ყველა ქვეყანასთან ერთად მიწვეულ იქნა არაწევრი იურისდიქციებიც. 

საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სტანდარტის სწრაფ დანერგვას  გლობალური ფორუმი უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფის მიერ იურისდიქციათა შეფასების გზით. 

ამჟამად გლობალური ფორუმის წევრია 150-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის G-20-ის და OECD-ის წევრი ყველა ქვეყანა. 

დეტალური ინფორმაცია გლობალ ფორუმის წევრების შესახებ იხილეთ OECD-ის შემდეგ ბმულზე:

http://www.oecd.org/tax/transparency/about-the-global-forum/members/


საქართველო და გლობალური ფორუმი

საქართველო საგადასახადო მიზნებისათვის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრი გახდა 2011 წლის 11 აპრილს. 

2014 წლის წლის 29 ოქტომბერს საქართველო არჩეულ იქნა გლობალური ფორუმის ექსპერტთა ჯგუფის წევრად (PEER REVIEW GROUP (PRG)) 2015 წლიდან სამი წლის ვადით. აღნიშნული ჯგუფი მუშაობს საგადასახადო გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტის დახვეწაზე და გლობალური ფორუმის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასებაზე. ექსპერტთა ჯგუფში გაწევრიანებულია 30 სახელმწიფო.

დეტალური ინფორმაცია გლობალ ფორუმის ექსპერტთა ჯგუფის წევრების შესახებ იხილეთ OECD-ის შემდეგ ბმულზე:

http://www.oecd.org/tax/transparency/about-the-global-forum/peerreviewgroup.htm



საქართველოს შეფასება მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის (EOIR) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით

საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალურმა ფორუმმა 2009 წლიდან დაიწყო მუშაობა მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის (EOIR) საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით იურისდიქციების შეფასებაზე. შეფასების პირველი რაუნდი განხორციელდა 2010 წლის მეთოდოლოგიის საფუძველზე.

2013 წლის 3 ივნისს დაიწყო საქართველოს იურისდიქციის მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის (EOIR) საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის შეფასების პირველი ფაზა. გლობალური ფორუმის ექსპერტების მიერ შესწავლილ იქნა საქართველოს საკანონმდებლო ბაზა და აღიარებულ იქნა, რომ საგადასახადო გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება გლობალური ფორუმის (OECD) მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის სფეროში. საქართველოს შეფასების პირველი ფაზის ანგარიში გამოქვეყნდა 2014 წლის 4 აგვისტოს.

2016 წლის 11 მარტს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ დამტკიცებულ იქნა საქართველოს იურისდიქციის შეფასების მეორე ფაზის ანგარიში. სამწლიანი პრაქტიკის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტს (რეიტინგი: „Largely Compliant“).

დეტალური ინფორმაცია ქვეყნების რეიტინგის შესახებ იხილეთ OECD-ის შემდეგ ბმულზე:

https://www.oecd.org/tax/transparency/exchange-of-information-on-request/ratings/


<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

დონორი ორგანიზაციები

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა