საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ კონვენცია
2011 წლის 1 ივნისს საქართველო მიუერთდა OECD-ისა და ევროპის საბჭოს მიერ ერთობლივად მიღებულ 1988 წლის „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ კონვენციას, რომლის ძირითადი მიზანია საგადასახადო სფეროში გადასახადების თავიდან არიდებისა და გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით, კონვენციის წევრ სახელმწიფოებს შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების უზრუნველყოფა.
იხილეთ საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ კონვენციის სრული ტექსტი შემსწორებელ ოქმთან ერთად:
ამჟამად
საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ კონვენციის წევრია 114 სახელმწიფო, მათ შორის OECD-ის და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები და განვითარებული ფინანსური ცენტრები.
საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ კონვენციის წევრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
http://www.oecd.org/tax/exchange-of-tax-information/Status_of_convention.pdf
საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარება
საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებები ძალაშია 6 ქვეყანასთან.
იხილეთ შეთანხმებების ტექსტები:
საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლა
„საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ 2002 წლის სამოდელო შეთანხმების საფუძველზე საქართველომ შეიმუშავა “საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ ორმხრივი შეთანხმების პროექტი.
იხილეთ შეთანხმებების ტექსტები: