ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმებების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. 2008 წლიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. ამგვარ შეთანხმებათა ტექსტები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს. კერძოდ, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება იმ ქვეყანაში, სადაც იგი იქნა მიღებული ან რეზიდენტობის ქვეყანაში. შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, გადასახადის გადამხდელს ჩაუთვალოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი. შეთანხმების მთავარი მიზანია ასევე გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით.

 

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 54 ქვეყანასთან. იხილეთ თანდართული შეთანხმებები:

ავსტრია *

(ძალაშია 01.03.06)

(ოქმი ძალაშია 01.03.13)

 

ირლანდია

(ძალაშია 06.05.10)

 

ნიდერლანდები

(ძალაშია 21.02.03)

 

ბელგია

(ძალაშია 04.05.04)

 

იტალია

(ძალაშია 19.02.04)

 

პოლონეთი

(ძალაშია 31.08.06)

 

ბულგარეთი

(ძალაშია 01.07.99)

 

ლატვია *

(ძალაშია 04.04.05)

(ოქმი ძალაშია 27.11.12)

 

რუმინეთი

(ძალაშია 15.05.99)

 

გაერთიანებული სამეფო *

(ძალაშია 11.10.05)

(ოქმი ძალაშია 17.12.10)

 

ლიტვა

(ძალაშია 20.07.04)

 

საბერძნეთი

(ძალაშია 20.10.02)

 

გერმანია *

(ძალაშია 21.12.07)

(ოქმი ძალაშია 01.01.15)

 

ლუქსემბურგი

(ძალაშია 14.12.09)

 

საფრანგეთი

(ძალაშია 01.06.10)

 

დანია

(ძალაშია 23.12.08)

 

მალტა

(ძალაშია 19.12.09)

 

ფინეთი

(ძალაშია 23.07.08)

 

ესტონეთი *

(ძალაშია 27.12.07)

(ოქმი ძალაშია 11.03.11)

 

ჩეხეთი

(ძალაშია 04.05.07)

 

ესპანეთი

(ძალაშია 01.07.11)

 

აზერბაიჯანი

(ძალაშია 06.06.98)

 

სინგაპური

(ძალაშია 28.06.10)

 

უკრაინა

(ძალაშია 01.04.99)

 

თურქეთი

(ძალაშია 15.02.10)

 

სომხეთი

(ძალაშია 03.07.00)

 

ჩინეთი

(ძალაშია 10.11.05)

 

თურქმენეთი

(ძალაშია 26.01.00)

 

უზბეკეთი

(ძალაშია 20.10.97)

 

ყაზახეთი

(ძალაშია 05.07.00)

 

ირანი

(ძალაშია 14.02.01)

 

კატარი

(ძალაშია 11.03.11)

 

არაბეთის გაერთიანებული საემიროები

(ძალაშია 28.04.11)

 
შვედეთის

შვედეთი

(ძალაშია 26.07.14)

 

შვეიცარიის კონფედერაცია

(ძალაშია 07.07.11)

 

ისრაელის სახელმწიფო

(ძალაშია 22.11.11)

 

ინდოეთი

(ძალაშია 08.12.11)

 

უნგრეთი

(ძალაშია 13.05.12)

 

სლოვაკეთი

(ძალაშია 29.07.12)

 

ბაჰრეინი

(ძალაშია 01.08.12)

 

ნორვეგია

(ძალაშია 23.07.12)

 

ეგვიპტე

(ძალაშია 20.12.12)

 

სერბეთი

(ძალაშია 09.01.13)

 

სან მარინო

(ძალაშია 12.04.13)

 

სლოვენია

(ძალაშია 25.09.13)

 

ქუვეითი

(ძალაშია 14.04.13)

 

ხორვატია

(ძალაშია 06.12.13)

 

პორტუგალია

(ძალაშია 18.04.15)

 

იაპონია

(ძალაშია 03.04.92)

 

ბელარუსი

(ძალაშია 24.11.15)

 

ისლანდია

(ძალაშია 23.12.15)

 

კვიპროსი

(ძალაშია 04.01.2016)

 

კორეა

(ძალაშია 17.11.2016)

 

ლიხტენშტაინი

(ძალაშია 21.12.2016)

 

* ცვლილებები

 
 

შვედეთი

შეთანხმების პირობები

ქვეყანა მუდმივი დაწესებულება დივიდენდები პროცენტი (1) როიალტი
ავსტრიის რესპუბლიკა(2) 6 თვე 0% / 5% /10% 0% 0%
აზერბაიჯანის რესპუბლიკა 6 თვე 10% 10% 10%
არაბთა გაერთიანებული საემიროები  6 თვე 0% 0% 0%
ბელგიის სამეფო 9 თვე 5% / 15% 10 % 5% / 10% (3)
ბულგარეთის რესპუბლიკა 9 თვე 10% 10% 10%
გაერთიანებული სამეფო 12 თვე 0% / 15% (7) 0% 0%
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 6 თვე 0% / 5% /10% (6) 0% 0%
დანიის სამეფო 6 თვე 0% / 5% / 10% (2) 0% 0%
ესპანეთის სამეფო 6 თვე 0% / 10% 0% 0%
ესტონეთის რესპუბლიკა 9 თვე 0% 0% 0%
თურქეთის რესპუბლიკა 12 თვე 10% 10% 10%
თურქმენეთი 6 თვე 10% 10% 10%
იაპონია 12 თვე 15% 0%/10% 0%/10%
ინდოეთის რესპუბლიკა 90 დღე 10% 10% 10%
ისრაელის სახელმწიფო 9 თვე 5% 15% 0%
ირანის ისლამური რესპუბლიკა 12 თვე 5% / 10% 10% 5%
იტალიის რესპუბლიკა 6 თვე 5% / 10% 0% 0%
ირლანდია 6 თვე 0% / 5% /10% 0% 0%
კატარის სახელმწიფო 6 თვე 0% 0% 0%
ლიტვის რესპუბლიკა 9 თვე 5% / 15% 10% 10%
ლატვიის რესპუბლიკა 6 თვე 5% 5% 10%
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო 6 თვე 0% / 5% /10% 0% 0%
მალტა 6 თვე 0% 0% 0%
ნიდერლანდების სამეფო 6 თვე 0% / 5% / 15% (2) 0% 0%
პოლონეთის რესპუბლიკა 6 თვე 10% 10% 10%
პორტუგალია 9 თვე 5% /10% 10% 5%
რუმინეთი 9 თვე 8% 10% 5%
საბერძნეთის რესპუბლიკა 9 თვე 8% 8% 5%
საფრანგეთის რესპუბლიკა 6 თვე 0% / 5% / 10% 0% (5) 0%
სლოვენიის რესპუბლიკა 6 თვე 5% 5% 5%
სინგაპურის რესპუბლიკა 6 თვე 0% 0% 0%
სომხეთის რესპუბლიკა 6 თვე 5% / 10% 10% 5%
უზბეკეთის რესპუბლიკა 6 თვე 5% / 15% 10% 10%
უკრაინა 12 თვე 5% / 10% 10% 10%
უნგრეთი 12 თვე 0% / 5% 0% 0%
ფინეთის რესპუბლიკა 6 თვე 0% / 5% / 10% (2) 0% 0%
ყაზახეთის რესპუბლიკა 6 თვე 15% 10% 10%
შვეიცარიის კონფედერაცია 6 თვე 10% 0% 0%
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 6 თვე 0% / 5% / 10% (2) 10% 5%
ჩეხეთის რესპუბლიკა 6 თვე 5% / 10% 8% 0% / 5% / 10% (4)
სლოვაკეთის რესპუბლიკა 6 თვე 0% 5% 5%
ბაჰრეინის სამეფო 6 თვე 0% 0% 0%
ნორვეგიის სამეფო 6 თვე 5/10% 0% 0%
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა 6/183 დღე 10% 10% 10%
სერბეთის რესპუბლიკა 9 თვე 5%/10% 10% 10%
სან მარინოს რესპუბლიკა 6 თვე 0% 0% 0%
ქუვეითი სახელმწიფო 6 თვე 0%/5% 0% 10%
ხორვატიის რესპუბლიკა 9 თვე 5% 5% 5%
შვედეთის სამეფო 12 თვე 0%/10% 0% 0%
ბელარუსი12 თვე5%/10%5%5%
ისლანდია6 თვე
5%/10%5%5%
კვიპროსი 9 თვე 0% 0% 0%
კორეა 9 თვე5% / 10%10%10%
ლიხტენშტაინი9 თვე0% 0%0%
 

საგადასახადო მიზნებისათვის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმი

 

გლობალური ფორუმის ძირითადი მიზანია წევრ სახელმწიფოებში საგადასახადო სფეროში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფა. ამჟამად გლობალური ფორუმის წევრია 134 იურისდიქცია, მათ შორის G-20-ის და OECD-ის ყველა ქვეყანა. საქართველო საგადასახადო მიზნებისათვის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრი გახდა 2011 წლის 11 აპრილს.

2014 წლის წლის 29 ოქტომბერს საქართველო არჩეულ იქნა გლობალური ფორუმის ექსპერტთა ჯგუფის წევრად (PEER REVIEW GROUP (PRG)) 2015 წლიდან სამი წლის ვადით. აღნიშნული ჯგუფი მუშაობს საგადასახადო გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტის დახვეწაზე და გლობალური ფორუმის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასებაზე. ექსპერტთა ჯგუფში გაწევრიანებულია 30 სახელმწიფო.

2013-2014 წლებში გლობალური ფორუმის ექსპერტების მიერ აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოს საკანონმდებლო ბაზის შესწავლა, რომლის საფუძველზე 2014 წლის 4 აგვისტოს გლობალური ფორუმის (OECD) მიერ გამოქვეყნდა ანგარიში და აღიარებულ იქნა, რომ საგადასახადო გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება გლობალური ფორუმის (OECD) მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს.

2016 წლის 11 მარტს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ დამტკიცებულ იქნა საქართველოს იურისდიქციის შეფასების მეორე ფაზის ანგარიში. სამწლიანი პრაქტიკის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს (რეიტინგი: „Largely Compliant“).

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.oecd.org/tax/transparency/exchange-of-information-on-request/ratings/

 

 

საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარება

2011 წლის 1 ივნისს საქართველო მიუერთდა OECD-ისა და ევროპის საბჭოს მიერ ერთობლივად მიღებულ 1988 წლის “საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ” კონვენციას, რომლის ძირითადი მიზანია საგადასახადო სფეროში გადასახადების თავიდან არიდებისა და გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით კონვენციის წევრი სახელმწიფოებს შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების უზრუნველყოფა. ამჟამად კონვენციის წევრია87  სახელმწიფო, მათ შორის OECD -ის და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები და განვითარებული ფინანსური ცენტრები. დამატებითი ინფორმაცია კონვენციის წევრი სახელმწიფოების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.oecd.org/tax/exchange-of-tax-information/Status_of_convention.pdf

აღნიშნული კონვენციის საფუძველზე საქართველოს შემუშავებული აქვს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ სამოდელო პროექტი და ორმხრივი შეთანხმებები მოქმედებს შემდეგ სახელმწიფოებთან: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, თურქმენეთი, რუსეთის ფედერაცია, სომხეთის რესპუბლიკა, უზბეკეთის რესპუბლიკა, უკრაინა.

“საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ” კონვენცია.

საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლა

2002 წლის “საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ” სამოდელო შეთანხმების საფუძველზე საქართველომ შეიმუშავა „საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ” ორმხრივი შეთანხმების პროექტი.

ხელმოწერილი შეთანხმებები:

საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარება

ამჟამად „საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება ძალაშია 17 სახელმწიფოსთან. აღნიშნული შეთანხმებების ტექსტი ძირითადად ეფუძნება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის 2004 წლის სამოდელო შეთანხმებას, რომლის ძირითადი მიზანია საბაჟო ორგანოებს შორის ურთიერთანამშრომლობა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა.

ინფორმაცია ძალაში შესული შეთანხმებების შესახებ:

 






<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

დონორი ორგანიზაციები

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა