კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;

მინისტრის სახელზე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება, მინისტრის რეზოლუციათა პროექტების მომზადება;

მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზება, დადგენილი წესით;

პროტოკოლის წარმოება;

კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;

მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

 
მინისტრის აპარატი
  • საორგანიზაციო სამმართველო
  • პროტოკოლის სამმართველო