სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა;
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება
სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტებისა და ეკონომიკური რეფორმების პროცესში;
სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების,
განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო
საშუალებებისათვის მიწოდება;
სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;
პროტოკოლის წარმოება;
კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;
კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
საერთაშორისო და ორმხრივი საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია, მინისტრის გამოსვლებისა და შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია;
მინისტრის საკურატორო სფეროში არსებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზება, დადგენილი წესით;
მინისტრის სახელზე შესული კორესპონდენციის დამუშავება, მათ შორის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სარეგისტრაციო ნომრის გარეშე შესული კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება, მინისტრის რეზოლუციათა პროექტების მომზადება;
სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოების ორგანიზება
საარქივო საქმიანობის წარმართვა
სამინისტროს აპარატი:
1 საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო
2 პროტოკოლისა და ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო
სამართლებრივი აქტების მომზადება, განხილვა და მათი მიღების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;
ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების მუშაობის კოორდინაცია იურიდიულ საკითხებში (კომპეტენციის ფარგლებში)
აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია სამართალშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით;
ფინანსთა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების განხილვა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, მონაწილეობის მიღება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;
პარლამენტთან ურთიერთობის და სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის კოორდინაცია;
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
იურიდიული დეპარტამენტი:
1 სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველო
სამინისტროსა მის სტრუქტურულ ერთეულებში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა ან/და რეკომენდაციების შემუშავება;
შემოსავლების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს;
ახორციელებს გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ახორციელებს საგადასახადო კონტროლს, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ზედამხედველობას;
მონაწილეობს სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;
გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე;
განიხილავს საჩივრებს და მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვაში;
თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
იღებს გადაწყვეტილებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, გაუქმების თაობაზე და ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;
იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
უზრუნველყოფს სამართალდარღვევების გამოვლენას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევის საქმეების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;
ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას;
ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
სსიპ - შემოსავლების სამსახური:
1 შემოსავლების სამსახურის უფროსი
2 სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე
3 სამსახურის უფროსის მოადგილეები
4 აუდიტის დეპარტამენტი
5 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
6 მომსახურების დეპარტამენტი
7 სერვის ცენტრები (16)
8 ფინანსური დეპარტამენტი
9 პროფესიული ეთიკისა და მონიტორინგის დეპარტამენტი
10 ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი
11 დავების დეპარტამენტი
12 საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტი
13 შიდა აუდიტის დეპარტამენტი
14 რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტი
15 საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი
16 ანალიტიკური დეპარტამენტი
17 სამსახურის უფროსის სამდივნო
18 მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო
19 საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი
კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის პრევენცია, დადგენა, გამოძიება, სრული წინასწარი გამოძიების ჩატარება, ექსპერტიზის ორგანიზება და ჩატარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, აგრეთვე "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის" შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე და სხვა ნორმატიული აქტების დაცვით.
საფინანსო–ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ დარღვევათა დადგენა და პრევენცია საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული კომპეტენციების საფუძველზე.
თანამშრომელთა დაცვა დადგენილ პროცედურებში უკანონო ჩარევებისგან ფინანსთა სამინისტროს უსაფრთხო საქმიანობისა და ოფიციალური ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
წარმოდგენილი პროექტების/რეგულაციების ფისკალური რისკის ანალიზი, შეფასება და დასკვნის მომზადება;
რეკომენდაციების შემუშავება წარმოდგენილი პროექტებიდან/რეგულაციებიდან მომდინარე შესაძლო ფისკალური რისკების შემცირების მიზნით;
ფისკალური რისკების რეგულარული ანალიზი და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა.
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი
1 სპეციფიკური ფისკალური რისკების ანალიზისა და მართვის სამმართველო
2 სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის სამმართველო
ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შემუშავება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიტიკური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების დანერგვისა და მათი სრულყოფის საერთო კოორდინაცია და შესაბამისი მეთოდოლოგიების/ინსტრუქციების შემუშავება;
სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საშუალოვადიანი ნაერთი ბიუჯეტის ფორმირება;
მხარჯავი დაწესებულებების მიერ მომზადებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების პროექტებისა და საბიუჯეტო განაცხადების შესწავლა, კანონმდებლობით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებთან და ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრულ მოცულობებთან მიმართებით;
მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილი დაფინანსების ანალიზი, გასულ წლებში შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსებისა და მიღწეული შუალედური/საბოლო შედეგების ტენდენციის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, მხარჯავ დაწესებულებასთან ოპონირებისათვის სათანადო არგუმენტაციის მომზადება მათ მიერ მოთხოვნილი დაფინანსებისა და მოსალოდნელი შუალედური/საბოლოო შედეგების ურთიერთშესაბამისობისა და მიზანშეწონილობის კუთხით;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) შესრულების ანგარიშის მომზადება, საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება. ასევე, ბიუჯეტის შესრულების პროცესში შესაძლო ცვლილების საჭიროების დროული გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება. ასევე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
საბიუჯეტო პოლიტიკის მართვის განვითარება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით, არსებული პრაქტიკის შემდგომი დახვეწა და გაუმჯობესება, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული წინადადებების საფუძველზე; საბიუჯეტო პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეაგირების კოორდინირება.
საბიუჯეტო დეპარტამენტი:
1 საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველო
2 სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო
3 ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველო
ბიუჯეტის შემოსავლების ყოველთვიური და ყოველდღიური მონიტორინგის ანგარიშის მომზადება;
სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
მაკროეკ. ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი:
წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების პროექტის შედგენა;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;
სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირება;
კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი;
სამინისტროს ცენტრალური აპარატის და საქვეუწყებო დაწესებულებების ავტოპარკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ავტოტექმომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, ავტოტრანსპორტის დაზღვევის მომსახურება, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ავტოპარკის საწვავით უზრუნველყოფა;
საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი:
1 მატერიალურ-ტექიკური უზრუველყოფნის სამმართველო
2 საფინანსო სამმართველო
3 სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო
4 ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო
ფინანსთა სამინისტროს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, განვითარება, მომსახურება, მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა;
საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემის (PFMS) შექმნა, დანერგვა, მხარდაჭერა, განვითარება, მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ელექტრონული საინფორმაციო სისტემების შექმნა, დანერგვა, განვითარება და თანმდევი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ბიზნეს პროცესების შესწავლა, ფორმალიზება, ოპტიმიზება და ავტომატიზება;
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციული უსაფრთხოების ხელშეწყობა;
ფინანსთა სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების ვებგვერდების შექმნა;
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციული სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაცია;
ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული მმართველობის კომპონენტების განვითარება და სერვისების მიწოდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების, მასალების დამუშავება და საბჭოსთვის სათანადო ინფორმაციის მომზადება;
საბჭოს სხდომების ორგანიზება;
საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება;
საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება;
კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის, მიმზიდველი და სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნა. საგადასახადო კანონმდებლობის მუდმივი სრულყოფა; საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება არაპირდაპირი გადასახადების ნაწილში
ქვეყნის საბაჟო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; არსებული რეგულაციების ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება.
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებბების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებების წარმართვა, შეთანხმებების დადების და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია; საგადასახადო სფეროში გასაფორმებელ სხვა საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების მომზადების, შეთანხმების დადებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია.
საბაჟო და საგადასახადო სფეროებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი:
1 საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო
2 საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველო
3 საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო
4 საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველო
საქართველოში სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით;
სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის საჭიროებების გამოვლენა, კონსულტაციების გავლა შესაბამის კომპეტენტურ პირებთან და შესაბამისი ცვლილებების პროექტების შემუშავება;
სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციების საჭიროებების იდენტიფიცირება;
სახელმწიფოსა და სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შორის დადებული შეთანხმებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მობილიზაცია;
სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტის შეფასებისა და, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირების უზრუნველყოფა;
კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
სათამაშო ბიზნესის რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და შესწავლა.
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰარმონიზაციის ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება;
შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ხარვეზების ანალიზისა და განვითარების დონის შეფასების შედეგად სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/განახლება და შესაბამისი წლიური გეგმის მომზადება;
შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ფუნქციონირების ხარისხის შეფასება და მათი განვითარების მონიტორინგი;
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან ურთიერთობა, დონორების კოორდინაცია;
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ასოცირების შესახებ შეთანხმებით სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებული ვალდებულებებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება;
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ინფორმაციის სათანადო ვებგვერდის pifc.gov.ge-ს მეშვეობით გავრცელება;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის განვითარებისა და მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდაჭერა სისტემის თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სტაჟირებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.
ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციისა და საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმის ზრდის მიზნით, ეთიკურ ნორმებზე მორგებული, მსმენელებზე ორიენტირებული, ეფექტური სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
ფინანსთა სამინისტროს რეფორმების პრაქტიკაში წარმატებით დანერგვისა და მზარდი ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამების განხორციელება და კონსულტაციების გაწევა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამებისა და მეთოდების დანერგვა. ევროპულ და მსოფლიო საგანმანათლებლო ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობა, მათი გამოცდილების გაზიარება.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური
გამოსაყენებლად სავალდებულო ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა შესაბამისი ნორმების შემოღება
ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის წესების განსაზღვრა, ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროებში ერთიანი პოლიტიკის და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავება
ანგარიშგებების პორტალის წარმოება დადგენილი წესებისა და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად;
აუდიტორული საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი წესებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
აუდიტორების და აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება
აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელება
ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი განათლების საერთაშორისო სტანდარტების (IES) და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი სტანდარტის შესაბამისად სასერტიფიკაციო პროგრამების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარება და შესაბამისობის მონიტორინგი;
სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, გამოვლენა და პასუხისმგებლობის დაკისრება;
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური:
1 ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური
2 ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო
3 სამსახურის უფროსი
4 სამსახურის აპარატი
5 აუდიტისა და პროფესიული ზედამხედველობის დეპარტამენტი
6 ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტი
საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სსიპ-ები