სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა;

სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;

მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება
სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტებისა და ეკონომიკური რეფორმების პროცესში;

სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების,
განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო
საშუალებებისათვის მიწოდება;

სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;

პროტოკოლის წარმოება;

კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;

კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

საერთაშორისო და ორმხრივი საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია, მინისტრის გამოსვლებისა და შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია;

მინისტრის საკურატორო სფეროში არსებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზება, დადგენილი წესით;

მინისტრის სახელზე შესული კორესპონდენციის დამუშავება, მათ შორის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სარეგისტრაციო ნომრის გარეშე შესული კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება, მინისტრის რეზოლუციათა პროექტების მომზადება;

სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოების ორგანიზება

საარქივო საქმიანობის წარმართვა

 
სამინისტროს აპარატი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო
  • პროტოკოლისა და ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო
  • საქმისწარმოების სამმართველო