სამინისტროს რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

სამინისტროსა მის სტრუქტურულ ერთეულებში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; 

სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;

სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა ან/და რეკომენდაციების შემუშავება;

 
შიდა აუდიტის დეპარტამენტი
  • მარწმუნებელი მომსახურების სამმართველო
  • ინსპექტირების სამმართველო