შემოსავლების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს;

ახორციელებს გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

ახორციელებს საგადასახადო კონტროლს, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ზედამხედველობას;

მონაწილეობს სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;

გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე;

განიხილავს საჩივრებს და მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვაში;

თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

იღებს გადაწყვეტილებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, გაუქმების თაობაზე და ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;

იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

უზრუნველყოფს სამართალდარღვევების გამოვლენას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევის საქმეების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;

ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას;

ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

 
სსიპ შემოსავლების სამსახური
  • შემოსავლების სამსახურის უფროსი
  • სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე
  • სამსახურის უფროსის მოადგილეები
  • აუდიტის დეპარტამენტი
  • საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
  • მომსახურების დეპარტამენტი
  • სერვის ცენტრები (16)
  • ფინანსური დეპარტამენტი
  • პროფესიული ეთიკისა და მონიტორინგის დეპარტამენტი
  • ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი
  • დავების დეპარტამენტი
  • საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტი
  • შიდა აუდიტის დეპარტამენტი
  • რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტი
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი
  • ანალიტიკური დეპარტამენტი
  • სამსახურის უფროსის სამდივნო
  • მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი
  • საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
  • იურიდიული დეპარტამენტი
  • საბაჟო დეპარტამენტი
  • საბაჟო გამშვები პუნქტები (20)
  • გაფორმების ეკონომიკური ზონები (5)