საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის განვითარებისა და მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდაჭერა სისტემის თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სტაჟირებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.
ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციისა და საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმის ზრდის მიზნით, ეთიკურ ნორმებზე მორგებული, მსმენელებზე ორიენტირებული, ეფექტური სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
ფინანსთა სამინისტროს რეფორმების პრაქტიკაში წარმატებით დანერგვისა და მზარდი ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამების განხორციელება და კონსულტაციების გაწევა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამებისა და მეთოდების დანერგვა. ევროპულ და მსოფლიო საგანმანათლებლო ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობა, მათი გამოცდილების გაზიარება.
სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია
- დირექტორი
- დირექტორის მოადგილე
- პროგრამების მართვის სამსახური
- ადმინისტრაციული სამსახური