სამართლებრივი აქტების მომზადება, განხილვა და მათი მიღების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;
ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების მუშაობის კოორდინაცია იურიდიულ საკითხებში (კომპეტენციის ფარგლებში)
აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია სამართალშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით;
ფინანსთა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების განხილვა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, მონაწილეობის მიღება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;
პარლამენტთან ურთიერთობის და სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის კოორდინაცია;
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
იურიდიული დეპარტამენტი
- სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველო
- პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო
- სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო