ფინანსთა სამინისტროს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო   საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, განვითარება, მომსახურება, მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა;

საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემის (PFMS) შექმნა, დანერგვა, მხარდაჭერა, განვითარება, მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ელექტრონული საინფორმაციო სისტემების შექმნა, დანერგვა, განვითარება და თანმდევი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ბიზნეს პროცესების შესწავლა, ფორმალიზება, ოპტიმიზება და ავტომატიზება;

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციული უსაფრთხოების ხელშეწყობა;

ფინანსთა სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების ვებგვერდების შექმნა;

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციული სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაცია;

ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული მმართველობის კომპონენტების განვითარება და სერვისების მიწოდება

 
სსიპ საფინანსო-ანალიტიკური
სამსახური
  • ადმინისტრაციული დეპარტამენტი
  • კვლევისა და სისტემური ანალიზის დეპარტამენტი
  • პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
  • სისტემური ადმინისტრირების დეპარტამენტი
  • საოპერაციო დეპარტამენტი
  • ვებ-რესურსების მართვის დეპარტამენტი