პროფესიული განვითარება

თანამშრომელთა პროფესიული განვითარება ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სამართლებრივი რეგულაციების, პროცედურების, სამუშაო პროცესებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების მუდმივი განახლება, აგრეთვე ორგანიზაციის ფუნქციებისა და სტრუქტურის ცვლილება განაპირობებს თანამშრომელთა ცოდნის, პროფესიული, სოციალური და ტექნიკური უნარებისა და კომპეტენციების უწყვეტი განვითარების საჭიროებას. აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია, როგორც ორგანიზაციის მხარდაჭერა, ისე თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა. პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარება ხელს უწყობს ფუნქცია-მოვალეობების მაღალი ხარისხით შესრულებას და შესაბამისად, დაწესებულების მიზნების მიღწევასა და ფუნქციების ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელებას.

თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრო უზრუნველყოფს ცენტრალური აპარატის, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის შესაბამისი შესაძლებლობების შექმნას.

ამ მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თანამშრომლობს სხვადასხვა დონორ, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან, მათ შორის: IMF, CEF, CFA, USAID, UNDP, EU, UN WOMEN, GIZ, SINGAPORE COOPERATION PROGRAM, JICA და სხვა.

2021–2025 წლებში პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებისა და მათში თანამშრომელთა მონაწილეობის მაჩვენებლები შემდეგნაირად განაწილდა:

·        2021 წელს განხორციელდა 27 პროფესიული განვითარების პროგრამა, მათ შორის, სსიპ — ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით — 21 პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა 49 თანამშრომელი, ხოლო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით — 6 პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა 6 თანამშრომელი;

·        2022 წელს განხორციელდა 48 პროფესიული განვითარების პროგრამა, მათ შორის, სსიპ — ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით — 21 პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა 48 თანამშრომელი, ხოლო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით — 27 პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა 34 თანამშრომელი;

·        2023 წელს განხორციელდა 80 პროფესიული განვითარების პროგრამა, მათ შორის, სსიპ — ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით — 19 პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა 64 თანამშრომელი, ხოლო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით — 61 პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა 89 თანამშრომელი;

·        2024 წელს განხორციელდა 66 პროფესიული განვითარების პროგრამა, მათ შორის, სსიპ — ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით — 26 პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა 48 თანამშრომელი, ხოლო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით — 40 პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა 44 თანამშრომელი;

·        2025 წელს განხორციელდა 61 პროფესიული განვითარების პროგრამა, მათ შორის, სსიპ — ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით — 30 პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა 70 თანამშრომელი, ხოლო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით — 31 პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა 25 თანამშრომელი.

საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სსიპ-ები