საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლერი ბარნაბიშვილი
დაიბადა 1972 წლის 18 იანვარს, ქ. თბილისში.ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
პროფესიული გამოცდილება
05.03.2024 - დღემდე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
10.03.2021 – 05.03.2024
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
10.01.2020-10.03.2021
სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი;
02.12.2015-10.01.2020
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
21.11.2013-02.12.2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
14.05.2013-21.11.2013
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე;
07.02.2013-14.05.2013
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
01.12.2009-07.02.2013
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსი;
08.02.2008-01.12.2009
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსი;
16.04.2007-08.02.2008
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
25.01.2007-16.04.2007
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
13.05.2005-25.01.2007
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს გამომძიებელი;
19.10.2004-13.05.2005
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მეოთხე განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი;
10.07.2004-19.10.2004
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი;
26.04.2004-10.07.2004
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ოპერატიულ-ანალიტიკური სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი;
25.11.2003-13.04.2004
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის აღმოსავლეთის სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი;
07.09.2000-15.10.2003
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, სხვადასხვა თანამდებობაზე;
03.08.1992-25.08.2000
სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამსახური, სხვადასხვა თანამდებობაზე.
განათლება
1989 - 1995
ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით
უცხო ენების ცოდნა
ინგლისური, რუსული
© 2015. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო