საქართველოში სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით;
სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის საჭიროებების გამოვლენა, კონსულტაციების გავლა შესაბამის კომპეტენტურ პირებთან და შესაბამისი ცვლილებების პროექტების შემუშავება;
სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციების საჭიროებების იდენტიფიცირება;
სახელმწიფოსა და სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შორის დადებული შეთანხმებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მობილიზაცია;
სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტის შეფასებისა და, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირების უზრუნველყოფა;
კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
სათამაშო ბიზნესის რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და შესწავლა.