სახელმწიფო ინვესტიციებისა და საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების სამმართველო
ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის შეფასების სისტემის ჩარჩოს შემუშავება და დანერგვა;
ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ხარჯვის ტენდენციებსა და მიღწეულ შედეგებზე დაკვირვება და რესურსების ეფექტიანი განკარგვის შესაძლებლობის გამოვლენა და ხარჯვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ცვლილებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;
ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის ზრდის მიმართულებებით სხვა ქვეყნებში არსებული მსგავსი პრაქტიკის შესწავლა, საქართველოში მათი დანერგვის მიზანშეწონილობის შეფასება და წინადადებების მომზადება;
საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის პროექტისა და საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება, პროექტების შეფასება და შერჩევაში მონაწილეობა, დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად;
საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემის დანერგვის კოორდინირება სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მუნიციპალიტეტებში.
სახელმწიფო ინვესტიციებისა და საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების სამმართველო