გადასახადების გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციისა და გადასახადების გადახდის მნიშვნელობის აღქმის გაზრდის მიზნით, შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, საქართველოში მათი გამოყენების მიზანშეწონილობის შეფასება და განხორციელების დაგეგმვა;

გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციის ამაღლების მიზნით ინიციატივებისა და წამახალისებელი ინსტრუმენტების შემუშავება;

გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციისა და გადასახადების გადახდის მნიშვნელობის აღქმის გაზრდის მიზნით, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით, შედეგებზე დაკვირვება და საჭიროებისას, ცვლილებების ინიცირება.

 
გადასახადების გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველო