დაფინანსების შესაძლებლობების გამოვლენის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

პოტენციური დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მუდმივი გამოვლენა და მათ შესახებ საინფორმაციო ბაზების ფორმირება/განახლება;

პოტენციური დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების სამომავლო გეგმების, მათი ინტერესებისა და პრიორიტეტული მიმართულებების დეტალური შესწავლა;

პოტენციური დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მოთხოვნებსა და პირობებზე ინფორმაციის მოპოვება;

დონორებთან, კრედიტორებთან და ინვესტორებთან მუშაობის პრაქტიკის განვითარება, ფინანსური რესურსების, მათ შორის, ტექნიკური დახმარების მოზიდვის შესაძლებლობების გამოვლენა და ამ თვალსაზრისით, საბიუჯეტო ორგანიზაციების მხარდაჭერა;

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობების შეფასების თვალსაზრისით

 
დაფინანსების შესაძლებლობების გამოვლენის სამმართველო