შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან

შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში არსებული გამოწვევები და მისი გავლენა ეკონომიკის განვითარებაზე.

ხაზი გაესვა საქართველოს ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული თემებს, მდგრადი ეკონომიკური ვითარების უზრუნველყოფისთვის ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს. ყურადღება გამახვილდა მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგზე.

 შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, ნინო ჯელაძე, სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.

 

მსგავსი სიახლეები

მსგავსი სიახლეები

საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სსიპ-ები