ბენჩმარკ ბონდების ემისიის კალენდარი 2018 წლისთვის



საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2018 წლიდან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარზე ე.წ. ბენჩმარკ ბონდების რეგულარულ ემისიას იწყებს. 2018 წლის სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ემისიის კალენდარის პროექტი შედგენილია 2, 5 და 10 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციების ბენჩმარკ ბონდებად გამოშვების გათვალისწინებით. აღნიშნული ინსტრუმენტი წარმოადგენს გამსხვილებულ ემისიებს წინასწარ ცნობილი პერიოდულობით და თანაბარი მოცულობებით (ერთიანი დაფარვით).

ბენჩმარკ ბონდები გაზრდის ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების მიმართ და ხელს შეუწყობს ბაზრის განვითარებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების ლიკვიდურობის ზრდას.

ბენჩმარკ ბონდი ზრდის პირველადი ბაზრის პროგნოზირებადობას, ემისიის გაზრდილი მოცულობა ხელს უწყობს მეორად ვაჭრობებს, მსხვილი საინვესტიციო ფონდების დაინტერესებას და წარმოადგენს  ერთგვარ სანიშნეს კორპორატიული ბაზრის მონაწილეებისათვის. შესაბამისად იგი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის. აღნიშნული ინსტრუმენტის შემოღება ასევე უზრუნველყოფს სტაბილური შემოსავლიანობის მრუდის (Yield Curve) შექმნას, თითოეულ ინვესტორს საკუთარი შეხედულება გააჩნია ფასიანი ქაღალდის შემოსავლიანობასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს საბაზრო ფასის და შემოსავლიანობის მრუდის (yield curve) დაახლოებას.

მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების მისიის რეკომენდაციით და საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციით, ჩვენი ბაზრის სიდიდის გათვალისწინებით თითოეული ვადიანობისთვის ბენჩმარკ ბონდის მოცულობა განისაზღვრა დაახლოებით 240 მლნ ლარით.



ცხრილი 1: 2018 წლის ემისიის კალენდარი (2, 5 და 10 წლიანი ვადიანობა არის ბენჩმარკ ბონდები)

 

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

დონორი ორგანიზაციები

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა