წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების პროექტის შედგენა;

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;

სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირება;

კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი;

სამინისტროს ცენტრალური აპარატის და საქვეუწყებო დაწესებულებების ავტოპარკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ავტოტექმომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, ავტოტრანსპორტის დაზღვევის მომსახურება, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ავტოპარკის საწვავით უზრუნველყოფა;

 
საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი
  • მატერიალურ-ტექიკური უზრუველყოფნის სამმართველო
  • საფინანსო სამმართველო
  • სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო