კარიერა

მოხელის კარიერული განვითარების ხელშეწყობა და კარიერის პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი მიზანია. კარიერის მართვის მოდელზე გადასვლა საჯარო სამსახურის რეფორმის ძირითად ამოცანას წარმოადგენს და მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის სისტემაში პროფესიონალი ადამიანური რესურსის შენარჩუნებას, მოხელეთა პროფესიული უნარების განვითარებისთვის შესაბამისი შესაძლებლობების შექმნას, შესრულებული სამუშაოს სათანადო დაფასებასა და კარიერული განვითარების დაგეგმვას.

2021–2025 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამშრომელთა კარიერული განვითარების მაჩვენებლები შემდეგნაირად განაწილდა:

  • 2021 წელს კარიერულად განვითარდა 5 თანამშრომელი, მათ შორის, 2 — ხელმძღვანელ თანამდებობაზე;
  • 2022 წელს — 36 თანამშრომელი, მათ შორის, 13 — ხელმძღვანელ თანამდებობაზე;
  • 2023 წელს — 8 თანამშრომელი, მათ შორის, 1 — ხელმძღვანელ თანამდებობაზე;
  • 2024 წელს — 2 თანამშრომელი;
  • 2025 წელს — 10 თანამშრომელი, მათ შორის, 2 — ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეებს მიენიჭათ შესაბამისი მოხელის კლასები, კერძოდ:

  • 2021 წლის შეფასების შედეგების შესაბამისად, 151 მოხელეს მიენიჭა პირველი კლასი, 2 მოხელეს — მე-5 კლასი, ხოლო 1 მოხელეს — მე-6 კლასი;
  • 2022 წლის შეფასების შედეგების შესაბამისად, 14 მოხელეს მიენიჭა პირველი კლასი;
  • 2023 წლის შეფასების შედეგების შესაბამისად, 4 მოხელეს მიენიჭა პირველი კლასი, 13 მოხელეს — მე-2 კლასი, 2 მოხელეს — მე-6 კლასი, ხოლო 1 მოხელეს — მე-7 კლასი;
  • 2024 წლის შეფასების შედეგების შესაბამისად, 4 მოხელეს მიენიჭა პირველი კლასი, ხოლო 118 მოხელეს — მე-2 კლასი;
  • 2025 წლის შეფასების შედეგების შესაბამისად, 2 მოხელეს მიენიჭა პირველი კლასი, 12 მოხელეს — მე-2 კლასი, 1 მოხელეს — მე-7 კლასი, ხოლო 1 მოხელეს — მე-8 კლასი.

საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სსიპ-ები