სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე



2022 წლის 26 ივლისს გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11.009 პროცენტით.

აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 27 ივლისს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 300 მილიონი ლარის დეპოზიტს.