სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე



2023 წლის 21 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 250 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 10.0473 პროცენტით.

აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 22 ნოემბერს.