საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები



2024 წლის 27 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N12 აუქციონზე გაიყიდა 100 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.5 წლიანი ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 240 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.170%, მაქსიმალური 8.349%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.283%.