ინფორმაცია აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე დასწრების მსურველთათვის



აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე დასწრების მსურველთათვის გრძელდება რეგისტრაციის პროცესი.

შეგახსენებთ, რომ წლიურ შეხვედრაზე დასწრების მსურველები (გარდა საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა) რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიონ ყოველწლიური შეხვედრის ოფიციალურ ვებგვერდს: https://www.adb.org/annual-meeting/2024/main

შესაბამისი სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეც:
https://mof.ge/


სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა უნდა შეავსონ რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნა - იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა 


და გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ADB2024Registration@mof.ge

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაცია საბოლოოდ დასტურდება მხოლოდ აზიის განვითარების ბანკის მხრიდან, ელექტრონული ფოსტის მიღების შემდეგ.

ცნობისთვის, რეგისტრაცია გრძელდება 2024 წლის 19 აპრილამდე.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 68 ქვეყნის 4000-მდე სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.