სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე



2024 წლის 26 მარტს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.3620 პროცენტით.

აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 27 მარტს.