სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე



2024 წლის 02 აპრილს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 200 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.2999 პროცენტით.

აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 03 აპრილს.