საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები



2024 წლის 14 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N28 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 11 წლიანი საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 45 000 000 ლარი.

დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.000%, მაქსიმალური 9.000%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.000%.