სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე



2019 წლის 8 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 150 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.7770 პროცენტით.

აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 9 ოქტომბერს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 150 მილიონი ლარის დეპოზიტს.