შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანილი ობიექტების მფლობელებს ან მათ წარმომადგენლებს გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო ადმინისტრაცია შეუერთდა ინტერფეისის საჯარო წევრებს (IPM – მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ინიციატივა).
IPM-ი შედგება "ნამდვილი/ყალბი (კონტრაფაქციული) საქონლის მონაცემთა ბაზისაგან", რაც შესაძლებლობას აძლევს უფლების მფლობელებს, რომ საბაჟო ორგანოებს წარუდგინონ მათი პროდუქციის ნამდვილი მონაცემები, ასევე ინფორმაცია, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას განასხვავონ "ნამდვილი" და "გაყალბებული" პროდუქცია.
IPM-ი არ ანაცვლებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, რაც გათვალისწინებულია განაცხადის შევსებისას, თუმცა ის წარმოადგენს დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალებას საბაჟო ორგანოებისათვის.
დამატებითი ინფორმაცია IPM-ის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ვებგვერდზე: www.ipmpromo.wcoompublications.org
თუ გსურთ, რომ თქვენი პროდუქცია IPM-ის მონაცემთა ბაზაში იქნეს განთავსებული, გთხოვთ მიმართოთ შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტს დეტალური ინფორმაციის მისაღებად. ტელ: (+995)32 261169 ; e-mail: t.japaridze@rs.ge