საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში შესაძლო სამართალდარღვევათა რისკების, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, გამოვლენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა, მათი ანალიზი;
სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობის, მათ შორის, სისხლის სამართლის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამის დაწესებულებებთან შეთანხმების უზრუნველყოფა;
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისათვის წარდგენილი ანგარიშების შესწავლა/დამუშავება/ანალიზი, მინისტრისთვის, ასევე სამსახურის მიერ განსაზღვრული საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა.
საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში რისკების ანალიზის სამსახური