შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის შეფასების შედეგებისა და საერთაშორისო მოთხოვნების

გათვალისწინებით შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სტრატეგიული განვითარების გეგმების შექმნის უზრუნველყოფა და გეგმის დამუშავების პროცესში სათანადო მხარდაჭერა;

შემოსავლების ადმინისტრირების სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით სამოქმედო გეგმების ფორმირების უზრუნველყოფა, მათი სათანადოდ განხორციელების ზედამხედველობა, დადგენილი ვადებისა და პირობების დაცვით;

შემოსავლების ადმინისტრირების სტრატეგიული განვითარების გეგმის საერთაშორისო მოთხოვნებთან თანხვედრის მიზნით საჭირო ცვლილებების მუდმივი გამოვლენის, დამუშავებისა და გეგმის დროული კორექტირების უზრუნველყოფა;

შემოსავლების ადმინისტრირების სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების პროცესში გადახრების, პრობლემებისა და ხარვეზების გამოვლენა, მათი მიზეზების მოკვლევა და რეაგირების ღონისძიებების გატარებაში მხარდაჭერა;

შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხისა და შედეგების შეფასების მეთოდებისა და მიდგომების შერჩევა და განსაზღვრული პერიოდულობით შეფასების პროცესის ორგანიზება, შესაბამისი მხარეების მონაწილეობით.

 
შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფის სამმართველო