2026 წლის 10 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N63 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 35 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.390%, მაქსიმალური 8.490%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.468%.