კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის, მიმზიდველი და სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნა. საგადასახადო კანონმდებლობის მუდმივი სრულყოფა; საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება არაპირდაპირი გადასახადების ნაწილში.

ქვეყნის საბაჟო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; არსებული რეგულაციების ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება.

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებბების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებების წარმართვა, შეთანხმებების დადების და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია; საგადასახადო სფეროში გასაფორმებელ სხვა საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების მომზადების, შეთანხმების დადებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა  მოქმედებათა კოორდინაცია.

საბაჟო და საგადასახადო სფეროებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

 
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი
  • საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო
  • საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველო
  • საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო
  • საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველო